რაჭაში ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
რაჭაში მოკლულ ლასო აბუთიძის, მკვლელობაში ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ორი ბრალდებულიდან, ერთი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, მეორე კი ამბობს, რომ კონფლიქტში გამზავებლის როლს ასრულებდა.
დაკავებულს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს, რომლის თქმითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა მკაფიოდ ახსოვს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია. ის პირი კი, რომელიც დანაშაულს აღიარებს, ამ ეტაპზე ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს.
შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს ამბროლურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში, 29 წლის ლასო აბუთიძე მოკლეს, რომელიც ნასვამი მამაკაცებისგან მასთან სტუმრად მყოფ გოგონების დაცვას ცდილობდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი