|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის ურეკში ორდღიანი ტრენინგი გაიმართა

რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის ურეკში ორდღიანი ტრენინგი გაიმართა, თემაზე  „რეგიონული მედია ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლებისთვის".

პროექტი დაფინანსებულია „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიერ. პროექტს ახორციელებს "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია" (GRMA).

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონული მედიასაშუალებების მიერ საინფორმაციო–საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარებას, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდისა და მათი გააქტიურებისთვის, რათა მათ შეძლონ გააზრებული, დემოკრატიული არჩევანის გაკეთება და შემდგომ პროცესებში მონაწილეობა.

• რეგიონული მედიის ასოციაციის წევრი თუ პარტნიორი 10 ბეჭდური და 12 ონლაინ მედია საშუალების მიერ საქართველოს 8 რეგიონში ((სამცხე-ჯავახეთი; კახეთი; შიდა ქართლი; ქვემო ქართლი; იმერეთი; გურია; სამეგრელო; აჭარა) მოხდება მოსახლეობის სხვადასხვა ფენის წარმომადგენელთა ინფორმირება საპარლამენტო არჩევნების შესახებ: - ვის ვირჩევთ (საქართველოს პარლამენტის როლი და მნიშვნელობა, სტრუქტურა), როგორ ვირჩევთ (უშუალოდ კენჭისყრის დღის პროცედურები და ამომრჩევლის უფლებები), არჩევნების წინ საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების არსი და მნიშვნელობა, რომელიც დაკავშირებულია მაჟორიტარულ სისტემასთან;

• პროექტის მიზანია ასევე, დამწყები ჟურნალისტების დატრენინგება საარჩევნო თემატიკაზე - არჩევნების ინსტიტუტის მნიშვნელობა დემოკრატიული სახელმწიფოსათვის, როგორ უნდა გააშუქონ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი და უშუალოდ კენჭისყრის დღე, რას ნიშნავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მედიის როლი ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაში და აქტივობის გაზრდაში.

ტრენინგის სამართლებრივ ნაწილს წარმართავდნენ იურისტები: ქეთევან მამამთავრიშვილი და პაატა ცნობილაძე, მულტიმედია პლათფორმების შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია მედიატრენერმა თინა დვალიშვილმა მიაწოდა.

ავტორი: ნიუპრესი