რეკომენდაციაა, რომ თუ ამ ზაფხულს კონფერენციები და შეკრებები ჩატარდება, მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან - გამყრელიძე
რეკომენდაციაა, რომ თუ ამ ზაფხულს კონფერენციები და შეკრებები ჩატარდება, მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაიო საბჭოს დასრულების შემდე განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ივლისის მეორე ნახევარში „ფაიზერის“ საწყისი დოზები იქნება ქვეყანაში და „ფაიზერითაც“ დაიწყება აცრები.
„პირბადე დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ. უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე, მაგალითად, დღეს ჩვენი ერთი რეკომენდაცია იყო, რომ თუ იქნება ამ ზაფხულს კონფერენციები, შეკრებები, იქ დაუშვან მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები, იგივე სასტუმროებში, რომ სასტუმრო უსაფრთხო იყოს. აუცილებელია, რომ სასტუმროს პერსონალი სრულად იყოს ორჯერადად აცრილი და იმ სასტუმროს ტერიტორიაზე, სადაც ტარდება სხვადასხვა მიზეზით შეკრება, აუცილებლად იყვნენ ორჯერადად აცრილი ადამიანები. დღეს ეპიდსიტუაციის შეკავების მთავარი გზა გადის აცრებზე. ამიტომ თუ გვინდა, რომ ეპიდსიტუაცია არ გართულდეს, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა აიცრას. დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არის, ვაქცინები სამყოფი რაოდენობით არის და კიდევ შემოვა“,-განაცხადა გამყრელიძემ.
ავტორი: ნიუპრესი