რეზო გაბრიაძე ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდება
ქართველ მხატვარს, თეატრისა და კინოს რეჟისორს, მწერალსა და მოქანდაკე რეზო გაბრიაძეს ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სიგელი გადაეცემა.
"საბედნიეროდ დედაქალაქს ჰყავს და ყოველთვის ჰყავდა განსაკუთრებული ადამიანები, რომელთა საქმიანობა და შემოქმედება ქალაქის ყოველდღიურობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა და სძენს. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ხელოვანია ბატონი რეზო გაბრიაძე, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ, 29 ივნისს 82 წელი შეუსრულდა. მე მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო მას, ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და გადავცე სიგელი ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მის საქმიანობას, შემოქმედებას და მგონია, რომ ასეთ ადამიანებს სჭირდებათ გაფრთხილება", - განაცხადა კახა კალაძემ.
რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის „მიმინო“, „არ იდარდო“, „ქინ ძა ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამნი გზაზე“ და ა.შ. არის უამრავი ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი.
რეზო გაბრიაძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის მშობლიურ ქალაქს - ქუთაისს.
რეზო გაბრიაძეს სპეციალური ჯილდო - "ხელოვნების ქურუმი" გადაეცა
ავტორი: ნიუპრესი