|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეზო ჭეიშვილის „დაუჯერებელი ამბავი“ (video)

 

“სიკვდილის შემდეგ რომ ვეღარ გნახავ, ამაზე როგორ არ დამწყდეს გული?!“- უცნობი ავტორის ამ ლექსით ეფერებოდა რეზო ჭეიშვილი  მის საყვარელ ქუთაისს, რომელსაც მწერლის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სიკვდილის წინა დღესაც ქალაქში გაისეირნა, მეუღლესთან ერთად უკანასკნელად გაიარა მისთვის საყვარელ ქუჩებში. ერთ-ერთი მეგობარი გვიამბობს, რომ ბოლო დღეებში ხშირად გარდაცვლილ მეგობრებს ახსენებდა.

მწერალს დაკრძალვამდე მშობლიური სახლიდან მესხიშვილის თეატრში დაასვენებენ. ეს ის სახლია, რომლის აშენებასა და ბავშვობის მოგონებებზე გვიამბობს ავტობიოგრაფიულ რომანში „მუსიკა ქარში“. მწერლის მიერ სხვადასხვა ნაწარმოებებში გამოყენებული ფრაზები დღემდე პოპულარულია. ალბათ, ცოტა მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ დაუძახია: „გივი, ჩვენ ვართ, გივი!..“, ან არ ჰყოლია "მეგობარი ნოდარი".

სიმბოლურად, მწერლის სახლში ინახება ნახატი „გრენლანდია“ ფილმიდან „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, ასევე საპატიო ადგილს იკავებს ფოტო ელდარ შენგელაიასთან, მისი წიგნები, ფერადი ქვები და მოსწავლეების მიერ ნაჩუქარი ხე, რომლის ფოთლებზეც  მისი ყველა ნაწარმოების სახელია დატანილი. ბოლო წლებში ავადმყოფობის გამო შემოქმედებით საქმიანობას ვეღარ ეწეოდა, მხოლოდ რედაქტორობდა. ამიტომ დაუსრულებელი ნაწარმოები არ დარჩა. ყველაფერი, რაც სათქმელი ჰქონდა სიკვდილამდე უამბო საყვარელ ხალხს. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი, ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა