"RICDOG"-ს ახალი გენერალური მდივანი ჰყავს
სამეცნიერო ინტელექტუალურ კლუბ "რიკდოგს" ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. ეკატერინე მარუქაშვილის კანდიდატურა ორგანიზაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, გვანცა თოთაძემ წარადგინა, გადაწყვეტილება კი გამგეობამ მიიღო,
„თაობათა დიალოგში“ გვანცა თოთაძის 3-წლიანი მოღვაწეობის შესახებ ფილმი მმართველობის გადაცემის დღეს აჩვენეს.
„ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია იყო იმავე რაგნზე, რა რანგზეც დამფუძნებლები არიან. ამით ორგანიზაციამ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ. ნდობისთვის, დაფასებისთვის მადლობა ორგანიზაციას, დამფუძნებლებს. RICDOG ჩემთვის ყოველთვის იყო უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ დასაქმების ადგილი. ჩვენ 3 წლის განმავლობაში ბევრი რამ გავიარეთ ერთად. ორგანიზაცია არ არის ერთი ადამიანის ხედვაზე დამოკიდებული. არც ერთპიროვნულად ჩემზე იყო დამოკიდებული, თუ როგორი იქნებოდა RICDOG. ორგანიზაციას აქვს თავისი სტრატეგია, ხედვა და შესაბამისად მას სჭირდება ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის და გრძნობს ორგანიზაციის ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ დოკუმენტს და ხედვას. ეს მიდგომა არის მთავარი და მუდმივი - სწორედ აქედან გამოვედი და წარვადგინე გამგეობასთან ეკატერინე მარუქაშვილი გენერალური მდივნის პოზიციაზე. ის იქნება გარანტი ამ მიდგომების გაგრძელებისა და ყველა სტრატეგიული დოკუმენტების აღსრულებისა" - განაცხადა თოთაძემ.
ახალი გენერალური მდივანის თქმით, „თაობათა დიალოგი“ განვითარებას აქტიურად გააგრძელებს.
„ჩემი ხელმძღვანელობის განმავლობაში ორგანიზაცია მიჰყვება აღებულ კურსს. აღსრულებაში მოვიყვან ყველა სტრატეგიულ დოკუმენტს, რომელზეც იდგა და დგას ორგანიზაცია. RICDOG-ს განსაკუთრებული ადგილი უკავია ქუთაისში, შესაბამისად, სრულად ვიაზრებ ყველა ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, რომელიც მეკისრება მომდევნო სამუშაო წლების განმავლობაში. წინ ძალიან საინტერესო დღეები და აქტივობები გველის" - აღნიშნა მარუქაშვილმა.
ეკატერინე მარუქაშვილი პროფესიით ფილოლოგია. მოსკოვში, "რუსეთის ხალხთა მეგობრობის"(РУДН) უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ჟურნალისტიკაში. 2012 წლიდან მუშაობს ორგანიზაციაში გამგეობის წევრად და გენერალური მდივნის მოადგილედ.
ავტორი: ნიუპრესი