რიგა-ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შესრულა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, რიგა-ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შესრულა.
რეისის 172 მგზავრიდან უმეტესობა ლატვიელები იყვნენ. პირველი მგზავრები საზღვარზე ქართული ღვინოებით დასაჩუქრდნენ.
ახალი რეისი დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz air-მა დაამატა.
31 მარტს ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ვროცლავიდან პირველი რეგულარული რეისი შესრულდება.
17 მაისიდან კი ათენში, პარიზში, რომში, ბარსელონასა და პრაღაში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისები დაინიშნება.
ავტორი: ნიუპრესი