რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია
რიკოთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისათვის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
შეზღუდვის მიზეზი ჩქაროსნული მაგისტრალის, ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან ინტენსიური წვიმის შედეგად, მიწის მასის ჩამოშლა გახდა.
ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, სატრანპორტო მიმოსვლა უმოკლეს ხანში აღდგება. მანამ კი მოძრაობა ალტერნატიული, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით არის შესაძლებელი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა