რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა - გზების დეპარტამენტი
რიკოთის უღელტეხილზე ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდა, - ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გზაზე მეწყერი არ ჩამოსულა და მოძრაობა გზის გაწმენდის შემდეგ აღდგა.
„სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გაწმენდითი სამუშაოები დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ამ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია რიკოთის უღელტეხილზე მეწყერის ჩამოსვლის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი