|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რიონის ხეობაში ახალი დირექტორის პოლიციის თანხლებით მოსვლა თვალსაჩინო მუქარაა"

 პოლიციის თანხლებით ახალი დირექტორის მოსვლა უბრალოდ თვალსაჩინოდ დამუქრება იყო. აცხადებენ რიონის ხეობის მცველები ინვესტორი კომპანიის  "ენკა" ახალი დირექტორის ჩასვლასთან დაკავშირებით.

 ხეობაში სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.  "ენკა" ახალი დირექტორს მერაბ ლომინაძეს ადგილზე  "რიონის ხეობის მცველები" დახვდნენ.

"არც სამინისტროს წარმომადგენელი ხართ, არ ხართ ზოგადად ჩვენი კითხვების ადრესატი. ვინც იყო წარმომადგენელი, ვისაც უნდა გაეცა კომპეტენტური პასუხები და გადაწყვეტილების მიმღები ვინც იყო ყველამ კარგად ნახა, რომ იმ შეხვედრიდან გაიპარა, ნახე რამდენი მოწმე გვყავს. თვალში ნაცარს ნუ შეგვაყრით და ნუ იტყვით, რომ სხვანაირად იყო", - უთხრა ვარლამ გოლეთიანმა ახალ დირექტორს. 

შეგახსენებთ, რომ "რიონის ხეობის მცველები" ჰესის მშენებლობას უკვე 160 დღეა აპროტესტებენ და ადგილზე ღამეს კარავში ათენებენ.

ავტორი: ნიუპრესი