|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა - "ამიტომ არ შეიძლება აქ გიგანტური ჰესის მშენებლობა"

რიონის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ მოლეკურაში მთის ნაწილ გვიან ღამით ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად შედეგად ჩაიკეტა საავტომობილო გზა. ინფორმაციას მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრებმა ავრცელებენ.

მათი თქმით, მეწყერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა არ შეიძლება.

"ამიტომ ვსაუბრობთ, რომ არ შეიძლება რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობა. ბუნებაც გვაჩვენებს ამას. მეწყერი ჩამოწვა და გზაზე ლოდები ყრია. ხელისუფლებას არ ესმის, რომ არ შეიძლება აქ მშენებლობა, არამდგარადი ადგილია"-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ავტორი: ნიუპრესი