პოლიციამ რიონის ხეობაში მოწყობილი რკინის კედლის ნაწილი აიღო
გუმათჰესთან მოწყობილი რკინის კედელი სამართალდამცავებმა აიღეს. კედლის აღება დღეს, გამთენიისას მოხდა.
ამ ეტაპზე ადგილზე მხოლოდ რკინის მცირე ჯებირები რჩება.
რიონის ხეობის მცველები, რომლებიც უკვე 170 დღეზე მეტია ღამეს კარვებში ათევენ და ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათ მიერ დასახელებული სამი პირობიდან ერთი-რკინის კედლის აღება უკვე შესრულდა.
პროტესტის მონაწილეები ასევე ითხოვენ რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანას და სოფელ ნამოხვანისკენ, სადაც ჰესის ასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, თავისუფლად გადააადგილებას.
საპროტესტო აქციის მონაწილეები განმარტავენ, აღნიშნული პირობების შესრულების შემთხვევაში მზად არიან, მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და საკითხი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილონ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა