|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის ხეობის მცველები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

რიონის ხეობის მცველები ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ან მის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეობის ერთ-ერთმა მცველმა ვარლამ გოლეთიანმა განუცხადა.

 

მისივე თქმით, ეკონომიკის მინისტრთან ნათია თურნავასთან ან „ენკას“ ქართველ დირექტორთან ლომინაძესთან შეხვედრას არ დათანხმდებიან.

 

„იცით, რომ მუნიციპალიტეტის შენობაში უნდა განგვეხილა მიწის და ხელშეკრულების საკითხი, ამ საკითხზე კომპეტენტური პირი, მერაბ ლომინაძე არ არის და მას არ შევხვდებით. ასევე არ შევხვდებით ნათია თურნავას, რადგან ის შეხვედრიდან გაიპარა და შეურაცხყოფა მოგვაყენა. ამიტომ, თუკი მოვა გადაწყვეტილების მიმღები, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი,  ან გამოყონ და გამოუშვან ისეთი ადამიანი ვისაც ამ პრობლემის გადაწყვეტის ლეგიტიმაციას მიანიჭებენ“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

 

ცნობისთვის, სოფელ გუმათში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია 172-ე დღეა გრძელდება. „რიონის ხეობის მცველებმა“ „გუმათჰესთან“ აღმართულ რკინის ბარიკადებზე გააკრეს ბანერები წარწერით - „საქართველო არ იყიდება, არა ნამოხვანჰესს“.

 

ავტორი: ნიუპრესი