რიონის ხეობის მცველები ხელისუფლების პასუხს 23 აპრილამდე ელოდებიან
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლების პასუხს 23 აპრილამდე ელოდებიან. უწყვეტი პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათ იმერეთის მხარის რწმუნებული დაუკავშირდა და ვადის გაგრძელება პარასკევამდე ითხოვა, რადგან კორონავირუსის გამო პრემიერ-მინისტრმა ამ დრომდე საკითხის განხილვა ვერ მოახერხა.
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების თქმით, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, აქციები ყველა ქალაქში გაგრძელდება და მასშტაბური შეკრება თბილისში გაიმართება.
ჰესის მოწინააღმდეეგების თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება დროის გაყვანას ცდილობს და შესაძლოა, კოვიდპანდემიის გამო მოხდეს ჩაკეტვა, რაც ხელისუფლებისთვისვე ცუდად აისახება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი