რიონის ხეობის მცველების მოთხოვნებს ხელისუფლება ხვალ უპასუხებს
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების მიერ ხელისუფლებისთვის მოცემული ვადა ამოიწურა. როგორც რიონის ხეობის მცველები აცხადებენ, ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ ხელისუფლების საბოლოო პასუხს ხვალ 12 საათმდე დაელოდებიან, რის შემდეგ საკუთარ გეგმებზე განცხადებას გააკეთებენ.
ერთ-ერთი აქტივისტის ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათ ქონდათ პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელთან კომუნიკაცია. ლერი ბარნაბიშვილმა მათ მხოლოდ მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე მისცა თანხმობა. საუბარია, ნამოხვანში აქციის მონაწილეთა ნაწილის -30-40 კაცამდე შესვლასა და ადგილზე პროტესტის გაგრძელების უფლებას. რაც შეეხება კომპანიის მუშაობას, არ შეჩერდება და სამუშაოები გაგრძელდება.
აქციის მონაწილეების თქმით, შეთავაზება მათთვის მიუღებელია, ამიტომ ხვალ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებენ, მათივე თქმით, არ არის გამოროცხული სხვადასხვა ქალაქში მოხდეს პოკეტირება.
შეგახსენებთ, ჰესის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლების წარმომადგებლებთან შეხვედრაზე სამი მოთხოვნა გააჟღერეს. ისინი სამუშაოების შეჩერებას, საპოლიციო ძალების გაყვანას და ხეობაში შესვლის უფლებას ითხოვენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი