17 წლის ბიჭი, რომელიც რიონში ჩავარდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს
გუმათჰესის ხიდიდან მდინარე რიონში გადავარდნილი 17 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას რამდენიმე დაზიანება ქონდა. თვითმხილველების თქმით, სკოლის მოსწავლის გადარჩენა ჰესის თანამშრომელმა შეძლო.
როგორც ადგილზე განმარტავენ, 17 წლის ბიჭი მეგობრებთან და ერთ მშობელთან ერთად პროტესტის ადგილზე მივიდა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ არასრულწლოვანი აქტივისტებისთვის შეშას აგროვებდა. ხიდზე ჩატეხილი ჯებირის ადგილას სიმძიმემ გადასძლია და გადავარდა.
ნამოხვანჰესის მოწონააღმდეგეების თქმით, ხიდზე გადასვლას პოლიცია აკონტროლებს და გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა მოზარდი ხიდზე.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა