რიონზე უნდათ ნამახვანჰესის აშენება, ხედავთ, აქ რა პროცესები ვითარდება? - თეა გოდოლაძე
105 მეტრის სიგრძის კაშხლური ტიპის ნამოხვანჰესი რიონზე, კაცო რიონზეო!! ხედავთ, სად ცხოვრობთ? ხედავთ აქ რა პროცესები ვითარდება?! -ამგვარად ეხმიანება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე ცაგერის მუნიციპალიტეტში გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს.
როგორც ცნობილია, თეა გოდოლაძე ერთია იმ მეცნიერთაგან, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგება რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის კასკადის მშენებლობას. მისი განცხადებით, სწორედ მეწყრული პროცესებისა და სეისმური არამდგრადობის გამო რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის მშნედნებლობა კატეგორიულად მიუღებელია.
შეგახსენებთ, მეწყრული პროცესი ცაგერის მუნიციპალიტეტში 3 დღის წინ დაიწყო. ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილია 10 ოჯახი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მეწყრული პროცესის გააქტიურება ხანგრძლივმა წვიმებმა გამოიწვია.
ბოლო დღეებში რაჭაში რამდენიმე მიწისძვრაც დაფიქსირდა.
ავტორი: ნიუპრესი