|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია - ირაკლი ღარიბაშვილი

მარშის  ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პრაიდის მოწინააღმდეგებმა რუსთაველზე, პარლამენტის წინ პრაიდის მონაწილეების კარვები დაარბიეს. 

პრემიერის თქმით თქმით, პრაიდის მონაწილეებს თავიდანვე განემარტათ, რომ ამ ადგილზე ღიორსების მარშის ჩატარება საფრთხეს შეიცავდა და  ალტერნალიული ლოკაციები შესთავაზეს.

 „მათ განემარტათ, რომ მათ მიერ დაგეგმილი აქცია შეიცავს საფრთხეს და მათ ალტერნატივად შევთავაზეთ აირჩიონ სხვა ლოკაციები“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მან აღნიშნა, ასეთი ტიპის აქციები, პირიქით,  შეუწყობს ხელს ამ ჯგუფების დისკრიმინაციას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას და ამისათვის, ყველაფერი გავაკეთეს, მათ შორის მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი.

ავტორი: ნიუპრესი