რისთვის არის კარგი ულტრაბგერითი თერაპია?
ულტრაბგერითი თერაპია ფიზიოთერაპიული ტექნიკაა, რომელიც იყენებს მაღალი სიხშირის ტალღებს ძვალ-კუნთოვანი დაზიანებების სამკურნალოდ და ქსოვილების შეხორცების ხელშეწყობისთვის. ულტაბგერის სიხშირე, ინტენსივობა და პროცედურის ხანგრძლივობა დაავადების ხასიათსა და პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული. ულტრაბგერა შეიძლება გამოყენებული იქნას ორ ძირითად რეჟიმში. უწყვეტი რეჟიმი წარმოქმნის ტალღების მუდმივ ნაკადს,რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ქსოვილების მოდუნებას. პუსლური რეჟიმი,კი ამცირებს თერმულ ეფექტს და მეტად ფოკუსირებულია ანთების შემცირებასა და უჯრედების აღდგენაზე.
ულტრაბგერითი თერაპიის ჩატარება შეგიძლიათ ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრში, დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე.
როდის გამოიყენება ულტრაბგერითი თერაპია?
- კუნთებისა და მყესების დაჭიმულობა: ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას და სწრაფ შეხორცებას.
- დენტინიტი და ბურსიტი : ამცირებს მყესებისა და სასახსრე ჩანთის ანთებას.
- ნაწიბუროვანი ქსოვილი და ადჰეზიები : არბილებს და შლის ნაწიბუროვან ქსოვილს.
- ართრიტი : გამოიყენება ტკივილის სამართავად და სახსრების ფუნქციის გასაუმჯობესებლად ოსტეოართრიტის ან რევმატოდიული ართრიტის მქონე პაციენტებში.
- ზურგისა და კისრის ქრონიკული ტკივილი : უზრუნველყოფს ტკივილის შემსუბუქებას და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას დაზიანებულ მიდამოში.
- მიოფასციალური ტკივილი: ხელს უწყობს ქრონიკული ტკივილის მართვას.
ულტრაბგერითი თერაპიის ბენეფიტები
- ულტრაბგერითი თერაპია ამცირებს ტკივილს სისხლის ნაკადის გაზრდით და კუნთების ნებისმიერი ტიპის დაძაბულობის შემცირებით,რაც ამცირებს ნერვებზე წეზოლას.
- ულტრაბგერითი ტალღები ამცირებს ანთებას. ეს თვისება სასარგებლოს ხდის მას,ისეთი დაავადებების სამართავად,როგორიცაა: ტენდინიტი,ართრიტი და ბურსიტი.
- გაძლიერებული სისხლის მიმოქცევა ხელს უწყობს სწრაფ შეხორცებას. ეს თვისება მას იდეალურ თერაპიად აქცევს პოსტტრავმული და პოსტოპერაციული რებილიტაციისათვის.
- კოლაგენის წარმოების სტიმულირებით ულტრაბგერა ამცირებს ნაწიბუროვან ქსოვილს.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 66.67%
არა - 33.33%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა