|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რისთვის არის საჭირო წელის ქამრები?

წელის ტკივილის ბევრი გამომწვევი მიზეზი არსებობს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია პასიური ცხოვრების წესი, ხერხემლის პათოლოგიები, ფიზიკური დატვირთვა და პროფესიული საქმიანობა. გარდა ამისა: 

  • კუნთების დაჭიმვა ან დაზიანება;
  • არასწორ პოზაში დიდხანს ყოფნა ან მოუხერხებელი მოძრაობა;
  • ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლა;
  • ხერხემლის მოტეხილობა;
  • სპონდილოზი;
  • რადიკულოპათია.

ამ პრობლემებისა და წელის ტკივილის დროს პაციენტები აქტიურად იყენებენ წელის ქამრებსა და კორსეტებს. ამ პროდუქციას მრავალმხრივი დანიშნულება აქვს და გამოიყენება სხვადასხვა დაავადებისა თუ დაზიანების დროს მკურნალობისა და პროფილაქტიკის ეტაპზე. უმაღლესი ხარისხის სხვადახვა დანიშნულების მქონე  წელის ქამრებს მომხმარებლებს კომპანია “ახალი ხედვა” 2012 წლიდან სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო  ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger.. ამ პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში: გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში შეხვდებით. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

  • ზურგის კორსეტი - ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის  დამზადებული, მისი ტარება მარტივად, ტანსაცმლის ქვეშ, არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. აღნიშნული პროდუქტი ზურგს ანატომიურად სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს . 
  • წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტი-ალერგიული ქსოვილისაგან და გააჩნია პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს.  ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
  • თორაკოლუმბალური (გულ-მკედრ-წელის) კორსეტი - დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულ-მკერდისა და წელის ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის  ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.

ავტორი: