როდის ამოქმედდება ციფრული განვითარების ცენტრი პარლამენტის ყოფილ შენობაში?
ციფრული განვითარების ცენტრი პარლამენტის ყოფილ შენობაში - ქალაქის მერის, იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით პრეზენტაცია მოკლე ხანში გაიმართება.
როგორც მან BMG-ის უთხრა, უახლოეს მომავალში საჯარო გახდება კონცეფცია, თუ როგორი იქნება შენობაში განთავსებული ციფრული განვითარების ცენტრი.
„პარლამენტის ყოფილი შენობის ბედი უკვე გადაწყვეტილია. იქ კეთდება ციფრული ჰაბი, ამაზე მუშაობს GITA, საქართველოს მთავრობის დავალებით და სულ მოკლე ხანში იქნება კონცეფციის ოფიციალური წარდგენა, თუ როგორი იქნება ჩვენი ციფრული განვითარების ცენტრი“, - განაცხადა ხახალეიშვილმა.
პარლამენტის ყოფილ შენობაში IT-ჰაბის დაფუძნების შესახებ განცხადება ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წლის წინ გააკეთა.
ავტორი: ნიუპრესი