როდის ჯობია დოლარის ყიდვა
თუ ხშირად ფიქრობ, როგორ დაზოგო თანხა და ფინანსურად უფრო გონივრული გადაწყვეტილებები მიიღო, დოლარის შეძენის დროის სწორად შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
უცხოურ ვალუტაში ინვესტირება ან უბრალოდ, დანაზოგის დივერსიფიკაცია ბევრს აძლევს სტაბილურობის განცდას, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც ის არის თუ როდის არის დოლარის ყიდვა ყველაზე მომგებიანი?
საბაზრო კანონები გვასწავლის, რომ ყველაფერი დამოკიდებულია მოთხოვნასა და მიწოდებაზე, ამიტომ დოლარის კურსი მუდმივად ცვალებადია. მცირე სხვაობაც კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, დიდ სარგებელს იძლევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდ თანხებზეა საუბარი.
დოლარის კურსის ცვლილებას ლართან მიმართებაში შეგიძლია mbc-ის საიტზე ადევნო თვალი.
რა უნდა გაითვალისწინო დოლარის ყიდვისას
დოლარის ყიდვისას, მნიშვნელოვანია, არ აჰყვე მხოლოდ ემოციას. ხშირად, ადამიანები ყიდულობენ დოლარს მაშინ, როცა უკვე გაზრდილია კურსი და ყველა საუბრობს ამ საკითხზე. სინამდვილეში, სწორედ მაშინაა შენაძენი ყველაზე ძვირი. უფრო ჭკვიანური ნაბიჯია თვალყური ადევნო ტენდენციებს, გამოიყენო ბანკებისა და ფინანსური პლატფორმების პროგნოზები და შეადარო სხვადასხვა პერიოდის კურსები ერთმანეთს.
დამატებითი რჩევები ფულის დაზოგვის მოყვარულებისთვის
- არასოდეს დახარჯო მთელი თანხა ერთდროულად;
- ბევრად ეფექტურია დოლარის მცირე რაოდენობით ყიდვა, სხვადასხვა დროს. ასე შენ მიიღებ „საშუალო კურსს“ და თავიდან აიცილებ იმ რისკს, რომ ერთ კონკრეტულ დღეს ყველაზე მაღალი მაჩვენებლით შეიძინო ვალუტა.
- გაითვალისწინე სეზონურობა. ხშირად, ზაფხულში ან წლის დასაწყისში დოლარის კურსი შედარებით სტაბილურია, ხოლო წლის ბოლოს - განსაკუთრებით დეკემბერში, ტენდენციაა, რომ კურსი ოდნავ მატულობს.
ასეთი დეტალების ცოდნა დაგეხმარება სწორი დროის არჩევაში.
დოლარის ყიდვა შეიძლება როგორც მოკლევადიანი, ასევე, გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი გახდეს.
თუ გეგმავ მოგზაურობას, სწავლის საფასურის გადახდას ან უცხოურ ვებგვერდებზე ონლაინ შოპინგს, მაშინ წინასწარ შეძენილი დოლარი ნამდვილად გამოგადგება.
მოკლედ, დოლარის ყიდვის საუკეთესო დრო დამოკიდებულია შენს დაკვირვებასა და წინასწარ დაგეგმვაზე.
დაიმახსოვრე, სიფრთხილე და სტრატეგია ყოველთვის სჯობს სპონტანურობას. ასე შენ შეძლებ დაზოგო მეტი და ფინანსურად უფრო დაცულად იგრძნო თავი.
ავტორი:






















