|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როდის უნდა გამოვიყენოთ სუპინატორები?

ბრტყელტერფიანობის ყველაზე გავრცელებული ფორმა სტატიკური ბრტყელტერფიანობაა, რომლის გამომწვევ მიზეზებს შორის გენეტიკური ფაქტორი, მყესების სისუსტე და შემაერთებელი ქსოვილის დისპლაზია მოიაზრება.

თუმცა, ეს პრობლემა ხშირად თავს ჭარბი წონისა და რეგულარული ჭარბი დატვირთვის გამო იჩენს. ამ დროს ადამიანი სიარულისას ძალიან იღლება და ტკივილიც აწუხებს. ეს დისკომფორტი კი  რთული ასატანია, რადგან სხეულის ამ ნაწილზე მთელი დღის განმავლობაში დიდი დატვირთვა მოდის, მას ჩვენ მთელი სხეულითა და წონით ვაწვებით.

ორთოპედიული სუპინატორები

ტერფისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის სხვა პათოლოგიების დროს ადამიანები ორთოპედიულ სუპინატორებს ატარებენ.  ეს პროდუქტი ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და სხეულის ამ ნაწილში ტკივილსა და დისკომფორტს ხსნის. ბრტყელტერფიანობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, ამიტომ სუპინატორის გამოყენება  ტერფის, ხერხემლისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკის მიზნით ძალიან ეფექტურია. მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროსაც. გარდა ამისა, სუპინატორები უზრუნველყოფს სიარულის კორექციას - შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც ტერფის არასწორი ფუნქციით არის გამოწვეული, კორეგირდება. ქართულ ბაზარზე სუპინატორები ხელმისაწვდომია ბავშვებისთვისაც. აუცილებელია, რომ ტერფის დარღვევებს ბავშვობიდანვე სათანადო ყურადღება მიექცეს  -  ეს სხვა დაავადებების პრევენციასაც უწყობს ხელს და ზედმეტ გართულებებსაც აგარიდებთ. საბავშო სუპინატორი  ინარჩუნებს ფეხის სტაბილურობას და აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობას, განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს. მისი ჩაღრმავებული ქუსლი კი  უზრუნველყოფს ტერფის ჯანსაღ ჩამოყალიბებას. სუპინატორები   ადვილად ჯდება სპორტული სტილის დახურულ ფეხსაცმელში და მათი ტარება საკმაოდ კომფორტულია, შესაბამისად, თუ ტერფზე მუდმივად გრძნობთ ტკივილსა და დისკომფორტს - ეს პრობლემა მარტივად მოგვარდება სუპინატორის გამოყენებით. ამ ეტაპზე საქართველოში ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორის) დამზადების სერვისიც, რაც იძლევა მაქსიმალურ შედეგს ძვლოვანი სისტემის პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისთვის.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა