როგორ ავირიდოთ თავიდან ზურგის ტკივილი?
ზურგის ტკივილის პრევენციის მიზნით საჭიროა სპეციალური ვარჯიშების გაკეთება. ეს აღადგენს როგორც თქვენს ენერგიას, ასევე აგარიდებთ სხვა დაავადებების წარმოქმნას. ზურგის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ბევრია, მათ შორის ხშირია:
- უხერხული მოძრაობა;
- მძიმე საგნის აწევა;
- ბავშვის მოვლისგან მიღებული დატვირთვა;
- მანქანის ხანგრძლივი მართვა;
- ავარია ან დაცემა;
- კონკრეტული დაავადება და სხვ.
ზურგის ტკივილის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებზე. ამ პრობლემის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებად სახელდება:
- მჯდომარე ცხოვრების წესი;
- ხერხემლის პათოლოგიები;
- ფიზიკური დატვირთვა;
- პროფესიული საქმიანობა და სხვ.
ტკივილის შემსუბუქებას ვარჯიშებთან ერთად ხელს უწყობს ზურგის ქამრების გამოყენება, რომლებსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვთ. ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს რეკომენდებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან დამზადებული ზურგის კორსეტი, ხოლო რევმატული დაავადებების, წელისა და ზურგის არეში დისკომფორტისა და ტკივილის შესამცირებლად ანტიალერგიული ქსოვილისაგან დამზადებული წელის სტანდარტული კორსეტი გამოგადგებათ. მოტეხილობების შემთხვევაში კი ხერხმელის სვეტის სტაბილიზაციას ჰიპერექსტენზიის კორსეტი უზრუნველყოფს. რაც შეეხება სპორტულ დაზიანებებს, როგორიცაა: ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვა, მალთაშუა დისკის თიაქრი, ამ შემთხვევაში ეფექტურია - ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტის ტარება.
ავტორი: