|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისმა საერთაშორისო როკ ფესტივალს უმასპინძლა (VIDEO)

ქუთაისმა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლა. მძიმე როკისა და ალტერნატიული მუსიკის მოყვარულები ღია ცის ქვეშ ე.წ.კოლიზეუმის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. როკის მოყვარულებმა შეკრება ექვსი საათიდან დაიწყეს.
 ფესტივალი ორსაათიანი დაგვიანებით დაიწყო და როკ მუსიკის ენერგიამ აზარტში შესული მსმენელი მალევე აიყოლია. იყო პროტესტი, ადრენალინი, ალკოჰოლი...
ფესტივალში 11 ჯგუფი და ინდივიდუალური შემსრულებელი მონაწილეობდა, მათ შორის უცხოური ჯგუფები.
 საერთო ჯამში, ფესტივალმა, თბილისის შემთხვევისაგან განსხვავებით, ექსცესების გარეშე ჩაიარა.
ფესტივალს  მხარდაჭერა ქუთაისის მერიამ და ბაიკერთა კლუბმა გაუწია.
 
 
 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა