ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილება 6 თანამშრომლით დაკომპლექტდა
ქუთაისის მერიაში კულტურის სამსახური, გაუქმების შემდეგ, ადმინისტაციულ სამსახურში განყოფილების სახით გადავიდა. განყოფილების საშტატო ნუსხა 6 ადამიანით განისაზღვარა.
მერიის ინფორმაციით, განყოფილება ძველი კადრებით დაკომპლექტდა. კულტურის განყოფილების ხელმძღვანელად სამსახურის ყოფილი უფროსი ვაჟა ჯუღელი დაინიშნა. განყოფილებაში მუშაობას გააგრძელებენ თამთა თურმანიძე, რომელსაც კულტურის სამსახურში მთავარი სპეციალისტის პოზიცია ეკავა, სამსახური შეინარჩუნეს ასევე სპეციალიტებმა ელეონორა გოგოლაშვილმა და სალომე ფუტკარაძემ.
კულტურის განყოფილებაში იმუშავებენ ასევე მერიის სპორტის განყოფილების ყოფილი უფროსი - დემურ ინანეიშვილი და მერიის ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი - თამარ ნიკოლეიშვილი.
ახლადშექმნილ განყოფილებაში ვერ მოცვდნენ სამსახურის უფროსი ყოფილ მოადგილეები მანანა ლომიძე და მაია მურუსიძე, ასევე განათლების განყოფილების ყოფილ უფროსი - მერაბ დანელია და კულტურის განყოფილების ყოფილი უფროსი - მირანდა კუპრავა.
არსებული ინფორმაციით, თანამშრომლების ნაწილს მერიის კულტურისა და სპორტის ააიპებში მუშაობის გაგრძელება შესთავაზეს.
კულუარული ინფორმაციით, სამსახურის გაუქმების მიზეზი "ურჩი" თანამშრომლები გახდნენ, რომლებმაც ახალი მერის მოსვლის შემდეგ სამსახურიდან წასვლის შესახებ პირადი განცხადება არ დაწერეს.
როგორ გადანაწილდება კულტურის სამსახური მისი დაშლის შემთხვევაში?
ქუთაისის მერიაში კულტურის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება მიღებულია
ავტორი: ირინა მაკარიძე