|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ გადავიხადოთ ჯარიმები თიბისი ფეიზე?

ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ჯარიმების გადახდა ძალიან არასასიამოვნო პროცესია, თუმცა აუცილებელი. შეიძლება მოგვიწიოს ისეთი გადასახადების დაფარვა, როგორიცაა პატრულის ჯარიმა, პარკინგის ჯარიმა, ავტობუსის ჯარიმა და ასე შემდეგ.  

თიბისი ფეიზე სრული კომფორტია შექმნილი იმისთვის, რომ ამ ტიპის გადასახადები უცებ დაფარო და უარყოფითი შეგრძნებებიც სულ რამდენიმე წუთში მოიშორო.  

როგორ გადავიხადო ჯარიმა თიბისი ფეიზე? 

  1. გადმოწერე თიბისი ფეის აპლიკაცია უფასოდ ან  ეწვიე ვებსაიტს www.tbcbpay.ge
  2. დარეგისტრირდი მარტივად, სულ რამდენიმე წუთში ან გააგრძელე გადახდა რეგისტრაციის გარეშე
  3. გადადი სახელმწიფო სერვისების ველში და იპოვე შესაბამისი კატეგორია 
  4. ჯარიმის კოდი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი
  5. აირჩიე გადახდის მეთოდი და შეიყვანე საბანკო ბარათის მონაცემები
  6. დაასრულე გადახდა და ქვითარიც შეინახე. 

როგორც ხედავ, პროცესის შესრულებას მართლაც ძალიან ცოტა დრო სჭირდება. რაც მთავარია, ეს პლატფორმა დაცულია, ხოლო შენ მიერ გადარიცხული თანხა კი მომენტალურად აისახება შესაბამის სახელმწიფო უწყებაში.









ავტორი: