როგორ მივიღოთ საჭირო თანხა გრძელვადიანი პერიოდით?
ფინანსური პრობლემებისგან არავინაა დაზღვეული. რაც არ უნდა გონივრულად გქონდეთ შედგენილი პირადი ბიუჯეტი, გაუთვალისწინებელი შემთხვევები ყოველთვის ჩნდება ცხოვრებაში. მათ მოგვარებას კი დამატებითი ფინანსები სჭირდება. როგორ უნდა მიიღოთ საჭირო თანხა სასურველი პერიოდით და ისარგებლოთ თქვენზე მორგებული სერვისით?
დღეისათვის, სესხის აღება გამარტივებულია. სამომხმარებლო სესხის მისაღებად საკმარისია ეწვიოთ სასურველი კომპანიის ვებგვერდს და შეავსოთ განაცხადი. კრედიტორების უმრავლესობა არ ითხოვს კომპანიაში მისვლას. თუმცა რაც უფრო მეტია თანხის ოდენობა, მით უფრო იზრდება მოთხოვნებიც. ასეთ დროს კრედიტორს სჭირდება დამატებითი გარანტია. კომპანიები თანხის გაცემისას ითვალისწინებენ რიგ ფაქტორებს. მათ შორის საკრედიტო ისტორიას, შემოსავლის ოდენობას. ამის მიხედვით ადგენენ შესაძლო რისკებს და იღებენ გადაწყვეტილებას სესხის დამტკიცებაზე.
სამომხმარებლო სესხები უკვე ონლაინ რეჟიმშია ხელმისაწვდომი. განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ასვე ბანკების ვებგვერდზე. სამომხმარებლო სესხები პირადი მოხმარებისთვის გაიცემა, თანხის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი მიზნით, ეს შეიძლება იყოს არსებული ხარჯების დაფინანსება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა, დასვენება ან მოგზაურობა. სესხის გაცემისას არავინ მოგთხოვთ მიზნობრიობის დასაბუთებას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრედიტი დაუფიქრებლად აიღოთ.
სამომხმარებლო სესხის აღებისას გაითვალისწინეთ პროდუქტის პირობა. მართალია, მომსახურებით სარგებლობას თითქმის ყველა საფინანსო ორგანიზაციაში შეძლებთ, მაგრამ უმჯობესია, წინასწარ იცოდეთ მათი შეთავაზებები და ისე გააკეთოთ არჩევანი. გადაწყვეტილების მიღებისას კი აუცილებლად გაითვალისწინეთ ხარჯის ოდენობა. მის გამოსათვლელად კი გაიგეთ საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოების და დამატებითი ჯარიმების ოდენობა.
როდის უნდა აიღოთ სწრაფი სესხი გრძელვადიანი ვადით?
სწრაფი სესხები საქართველოში საკმაოდ პოპულარული სერვისია. თანხის სწრაფად, ინტერნეტით მიღების შესაძლებლობა მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტია. ამასთან, მათ არ უწევთ დოკუმენტების შეგროვება და რიგი პროცედურების გავლა. თავდაპირველად, სწრაფი სესხის მაქსიმალური ოდენობა 1500 ლარი იყო, რაც მომხმარებელთა ნაწილისთვის არ იყო საკმარისი, ამასთან, თუ კლიენტი პირველად იღებდა თანხას კომპანიაში, სესხის ლიმიტი კიდევ უფრო იკლებდა. დღეს, გრძელვადიანი სესხები ინტერნეტით გაიცემა და მისი ლიმიტი 3000 ლარამდეა. მომხმარებელს საშუალება აქვს მიიღოს საჭირო თანხა სასურველი პერიოდით და ისარგებლოს მასზე მორგებული გადახდის გრაფიკით.
გრძელვადიანი სესხებისაშუალებას გაძლევთ აიღოთ თანხა 2 წლამდე ვადით და დაფაროთ ვალდებულება ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში.
გრძელვადიანი პერიოდით არა მხოლოდ სწრაფი სესხები, არამედ სხვა ტიპის კრედიტებიც გაიცემა. კერძოდ; იპოთეკური, ავტო, სამომხმარებლო. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება მიზნობრიობით. თუკი იპოთეკური სესხის საშუალებით შესაძლებელია ბინის შეძენა ან გარემონტება, ავტო სესხი გეხმარებათ მანქანის შეძენაში. სამომხმარებლო კრედიტი კი პირადი სურვილების ასრულებისთვისკარგი საშუალებაა.
დღეისათვის, გრძელვადიანი სესხის აღება ბევრ კომპანიაში შეიძლება. პროცედურა გამარტივებულია და პროდუქტი მომხმარებელთა ფართო სეგმენტისთვისაა ხელმისაწვდომი. არჩევანის გაკეთებას სწორედ ფართო არჩევანი ართულებს. თუმცა ამ საკითხის მოგვარება მარტივად შეიძლება. Credy24.ge-ზე ერთად არის წარმოდგენილი სანდო საფინანსო ორგანიზაციები და მათი პროდუქტის პირობები. შესაბამისად, აღარ არის საჭირო სხვადასხვა კრედიტორების ვებგვერდზე ცალ-ცალკე ვიზიტი და პირობების ერთმანეთთან შედარება. ვებგვერდის საშუალებით ერთ სივრცეში შეარჩევთ სასურველ მომსახურებას, მოითხოვთ საჭირო თანხას სახლიდან გაუსვლელად და მიიღებთ თანხას საბანკო ანგარიშზე. ამასთან, დაზოგავთ დროსა და ხარჯებს.
ავტორი: ნიუპრესი