|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ შეიცვალა ქუთაისის მერის ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა? - დეკლარაცია

"ნიუპრესი" აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი მდგომარეობის გაცნობას. გიჩვენებთ 2022 წლის მონაცემებით,  რა ქონებას ფლობენ ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ასევე როგორ შეიცვალა მათ ქონებრივი მდგომარეობა გასულ წლებთან შედარებით. ამჯერად წარმოგიდგენთ ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის ქონებრივ დეკლარაციას.

ქალაქის მერი მეუღლესთან, დედასთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. იოსებ ხახალეიშვილს მემკვიდრეობით მიღებული  აქვს ქუთაისში, დუმბაძის  ქუჩაზე 140კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი და  650 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.

 2022 წლის მონაცებით, ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა ორი უძრავი ქონებით გაუმჯობესდა. ეს არის, მიწის ნაკვეთები თერჯოლის მუნიციპალიტეტში, რომლებიც მერის დედის სახელზე არის რეგისტრირებული. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ერთი ნაკვეთი  მემკვიდრეობით მიიღეს, მეორე კი იყიდეს. 

მეუღლის სახელზეა მსუბუქი ავტომობილი, 5800 აშშ დოლარის ღორებულებით. მერის ანგარიშზე ბანკში 3819 ლარია.

რაც შეეხება შემოსავლებს, მერის მოვალეობის შესრულების დროს სახელფასო სარგოდ 22 205 ლარი მიიღო, მეუღლეს კი სოციალური მომსახურების სააგენტოში 6 585 ლარი დაერიცხა.

იოსებ ხახალეიშვილი მერად გასულ წელს აირჩიეს. იქამდე კი მერის მოვალეობას ასრულებდა.

ავტორი: ნეწსტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა