როგორ შევარჩიოთ იდეალური ნაძვის ხე?
ნაძვის ხე ახალი წლის მთავარი სიმბოლოა, რომელიც საახალწლო დღესასწაულს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ექსტრაზე ნაძვის ხეების დიდი არჩევანი გელოდება, ხშირად, არჩევანის გაკეთება რთულდება.~
ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რა უნდა გაითვალისწინო ნაძვის ხის შეძენისას, იმისთვის რომ შენი არჩევანი იდეალური იყოს.
- ნაძვის ხის ზომა და სივრცე
ნაძვის ხის ზომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველ რიგში, კარგად უნდა შეაფასო ის სივრცე, სადაც ნაძვის ხის დადგმას აპირებ.
პატარა ბინებისთვის 120-150 სმ სიმაღლის ნაძვის ხე იდეალურია, რადგან იგი არც მეტისმეტად დიდ ადგილს დაიკავებს და არც ხილვადობას დაკარგავს.
დიდი სივრცის შემთხვევაში, თუ შენს სახლს ან ოთახს საკმაოდ მაღალი ჭერი აქვს, შეგიძლია 200 სმ ან უფრო მაღალი ნაძვის ხეც აირჩიოთ, რაც შენს ინტერიერს განსაკუთრებული ელფერი შესძინოს.
ნაძვის ხის ზომის შერჩევისას გაითვალისწინე, რომ ნაძვის ხეს ადგილიც უნდა დარჩეს დეკორაციისთვის და მის გარშემო გადაადგილებისთვის.
- ნაძვის ხის მასალა და ხარისხი
ნაძვის ხეები შეიძლება იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური და ორივე მათგანს აქვს თავისი უპირატესობა.
ნატურალური ნაძვის ხეები სურნელისა და ბუნებრივი იერის მოყვარულებისთვის იდეალური არჩევანია. თუმცა, მისი მოვლა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ, ხელოვნურ ნაძვის ხეებს, ხშირად, ზედმეტად ბუნებრივი იერი აქვს, ისინი მრავალჯერადია და სხვადასხვა ფერით, ფორმით და ზომით არის წარმოდგენილი.
გაითვალისწინე, ხარისხიანი ხელოვნური ნაძვის ხე, როგორც წესი, 5-10 წელი ძლებს, ამიტომ არჩევანი გააკეთე გამძლე მასალისგან დამზადებულ მოდელზე.
- ნაძვის ხის ფორმა და სტილი
ნაძვის ხეების ფორმა და სტილი ძალიან მრავალფეროვანია. ზოგიერთი ადამიანი ტრადიციულ, ხშირ წიწვებიან სტილს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი კი უჩვეულო, კრეატიულ დიზაინს.
ტრადიციული ფორმა: თუ ტრადიციული საახალწლო დეკორაციები გიზიდავს, კლასიკური, გუმბათისებური ნაძვის ხე იდეალურია.
მინიმალისტური სტილი: ბოლო წლებში პოპულარული გახდა თხელი ე.წ, „მანეკენის“ სტილის ნაძვის ხეები, რომლებიც მცირე სივრცისთვის არის შესაფერისი.
შეარჩიე ნაძვის ხე, რომელიც შენი სახლის ინტერიერის სტილთან და სხვა საახალწლო დეკორაციებთან თავსებადია.
- განათება და დეკორაცია
ზოგიერთ ნაძვის ხეს უკვე აქვს განათება, თუმცა, თუ ასეთ ვარიანტს გირჩევნია, რომ განათება ცალკე შეარჩიო და შენი გემოვნებით მორთო, აირჩიე ნაძვის ხეები განათების გარეშე.
ნაძვის ხისთვის განათების შერჩევისას მიაქციე ყურადღება მისი სიმძლავრეს და ფერებს. თბილი ნათება კლასიკურ და მყუდრო ატმოსფეროს შექმნის, ხოლო ცივი - უფრო თანამედროვე სტილისთვის იქნება შესაფერისი.
- ბიუჯეტი და ფასდაკლებები
ნაძვის ხის არჩევისას ბიუჯეტის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია.
ბიუჯეტური ვარიანტები: მცირე ზომის და მარტივი დიზაინის ნაძვის ხეები ხელმისაწვდომია ყველასთვის.
პრემიუმ კლასის ნაძვის ხეები: თუ უნიკალური დიზაინი და მაღალი ხარისხი გსურს, ასეთ ნაძვის ხეში, შედარებით, მაღალი ბიუჯეტი დაგჭირდება.
გაითვალისწინე, საახალწლო სეზონის ბოლოს ნაძვის ხეები ხშირად ფასდაკლებით იყიდება. თუ ნაძვის ხის ყიდვას ახლა ვერ ახერხებ, შეგიძლია ის მომდევნო წლისთვის შეიძინო და თანხაც დაზოგო.
ნაძვის ხის არჩევა პირადი გემოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. გაითვალისწინე შენი ინტერიერის სივრცე, ნაძვის ხეების მასალა, ფორმა და ბიუჯეტი, რათა ნაძვის ხემ ახალ წელს შენს სახლს ნამდვილი, ჯადოსნური ელფერი შესძინოს.
აირჩიეთ ნაძვის ხე, რომელიც შენს ოჯახს საახალწლო განწყობას წლების განმავლობაში შეუნარჩუნებს.
ავტორი: