|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ შევარჩიოთ სამედიცინო ბალიშები

სამედიცინო ბალიშები თავს, კისერსა და ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, რაც მთელ ტანს კუნთების მოდუნებაში ეხმარება. ამიტომ მისი ხშირი გამოყენება ადამიანების ყოველდღიურობას ბევრად აუმჯობესებს - ჯდომის, წოლისა თუ მგზავრობის პროცესში. ორთოპედიული ბალიშების ფუნქცია და დანიშნულება მრავალმხრივია. თუ თქვენ ხშირად გიწევთ დიდ მანძილზე მგზავრობა და ეს თქვენთვის დისკომფორტის მომგვრელია, შეგიძლიათ სამგზავრო ორთოპედიული ბალიში გამოიყენოთ. მისი განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციას და თქვენ გადაადგილებას ბევრად მოხერხებულსა და სასიამოვნოს ხდის. ოფისში ხანგრძლივად კომპიუტერთან მუშაობა თუ თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია, მაშინ სავარძლის ბალიში უნდა გამოიყენოთ. ეს პროდუქტი კუდუსუნის არეში ტკივილს მოგიხსნით და მუშაობის პროცესს ბევრად კომფორტულს გახდის. იგივე პრობლემისთვის არის განკუთვნილი სავარძლის ბალიში, რომელიც წელს სწორ პოზიციაში აფიქსირებს. ორთოპედიული ბალიშების გამოყენება ხელს უწყობს:

  • ტკივილის შემცირებას;
  • ხერხემლისა და კისრის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას;
  • დაჭიმულობის მოხსნას;
  • მშვიდ ძილსა და მგზავრობას.

ორთოპედული ბალიშების გამოყენება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა უწევთ, კუდუსუნის არეში ტკივილი ან ბუასილი აწუხებთ. ასევე, მათთვის, ვისაც კისრისა თუ წელის არეში დაჭიმულობის შეგრძნება და ძილის პრობლემები აქვთ. მედიკოსები მიიჩნევენ,  რომ ქრონიკული კისრის ტკივილის მქონე ან წნევის მატარებელმა ადამიანებმა აღნიშნული პროდუქტი მაშინაც უნდა გამოიყენონ, როცა არ სძინავთ. ღამე კი  ორთოპედიული ბალიში სხეულის სწორ პოზიციონირებას  და უსაფრთხო ძილს უზრუნველყოფს.




ავტორი: ნიუპრესი