|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ შევარჩიოთ საწოლი

როდესაც ახალი საწოლის ყიდვაზე ფიქრობ, აუცილებელია, იმაზეც დაფიქრდე, რომ ინტერიერის განახლებასთან ერთად, მან შენი ძილის ხარისხი და კომფორტიც უნდა გააუმჯობესოს.

ერთი შეხედვით, საწოლის არჩევა, შესაძლოა, საკმაოდ რთული პროცესი იყოს, რადგან ბაზარზე მრავალფეროვანი ვარიანტები გვხვდება.

 

საწოლი უნდა იყოს კომფორტული, გამძლე და შენს ინტერიერსაც კარგად მოერგოს, ამიტომ, ამ სტატიიდან გაიგებ როგორ შეარჩიო საწოლი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს შენს მოთხოვნებს.

რა ზომის საწოლები არსებობს

საწოლის ზომის სწორად არჩევა ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესია, ამიტომ, შენს საჭიროებებსა და საძინებლის სივრცეზე დაყრდნობით, შეგიძლია აირჩიო ქვემოთ მოცემული ზომებიდან:

  • ერთადგილიანი საწოლების სტანდარტული ზომაა 90 x 190 სმ, რაც იდეალურია ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის ან მათთვის, ვისაც მარტო სძინავს.
  • საწოლნახევრიანი, 120 x 200 სმ საწოლი კომფორტული ვარიანტია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უფრო მეტი სივრცე სჭირდება.
  • ორადგილიანი საწოლების გავრცელებული ზომებია:140 x 200 სმ, 160 x 200 სმ, 180 x 200 სმ რაც შესანიშნავი არჩევანია წყვილებისთვის, რომლებიც კომფორტულ ძილს ანიჭებენ უპირატესობას.
  • ე.წ. King Size: 200 x 200 სმ ან უფრო დიდი ზომის საწოლები ყველაზე კომფორტულ და ფართო მოდელებად ითვლება. ისინი იდეალური მათთვის, ვისაც უყვარს მეტი სივრცე და თავისუფლება ძილის დროს.

საწოლის მასალა და კონსტრუქცია

საწოლის მასალა და კონსტრუქცია განსაზღვრავს თუ რამდენად გამძლე იქნება ის მრავაწლიანი გამოყენებისთვის. ყველაზე გავრცელებული მასალებია:

  • ხის საწოლი - გამორჩეულია თავისი ბუნებრივი სტრუქტურით და სიმტკიცით. თუ გიყვარს მყუდრო და ეკო-მეგობრული გარემო, ხის საწოლი საუკეთესო არჩევანი იქნება.
  • მეტალის საწოლები - უფრო მსუბუქი და გამძლეა, მაგრამ შეიძლება, შედარებით, ცივი იყოს. ტექსტილის ან ტყავის საწოლები თანამედროვე და ელეგანტური გადაწყვეტილებაა, რომელიც განსაკუთრებით უხდება მინიმალისტურ ან ლუქს ინტერიერებს.

მატრასი - საწოლის მთავარი კომპონენტი

კარგი მატრასი პირდაპირ განსაზღვრავს შენი ძილის ხარისხს. არსებობს რამდენიმე ძირითადი ტიპის მატრასი:

  1. ორთოპედიული მატრასი იდეალურია მათთვის, ვისაც ხერხემლის მხარდაჭერა სჭირდება. ის თანაბრად ანაწილებს სხეულის წონას და ხელს უწყობს სწორ პოზიციაში ძილს.
  2. Memory Foam მატრასი სხეულის კონტურებს ერგება და მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.
  3. ზამბარიანი მატრასი უფრო კლასიკური არჩევანია, რომელიც ხანგრძლივი გამძლეობით გამოირჩევა.

საწოლის დიზაინი და დამატებითი ფუნქციები

შენი საწოლი არა მხოლოდ კომფორტული, არამედ ვიზუალურად მიმზიდველიც უნდა იყოს. შეგიძლია აირჩიო კლასიკური, მინიმალისტური, ლოფტ სტილის ან თანამედროვე მოდელი.

უამრავი საწოლი ისეთ დამატებით ფუნქციებსაც გვთავაზობს:

  • თუ სივრცე შეზღუდული გაქვს, შეგიძლია შეარჩიო საწოლი, რომელსაც შესანახი უჯრები აქვს. ეს კარგი გზაა დამატებითი ნივთების შესანახად.
  • ამწევი მექანიზმის მქონე საწოლებს კიდევ უფრო დიდი ზომის სათავსო აქვს.
  • თუ მაქსიმალურ კომფორტს ეძებ, ელექტრონულად რეგულირებადი საწოლი საშუალებას მოგცემს შეცვალო მისი სიმაღლე და დახრილობა.

საწოლის შერჩევა მხოლოდ ზომისა და დიზაინის მიხედვით არ ხდება. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინო მისი მასალა, კონსტრუქცია, მატრასი და დამატებითი ფუნქციები.

გახსოვდეს, სწორი გადაწყვეტილების მიღება გააუმჯობესებს არამხოლოდ ძილის ხარისხს, არამედ შენს ჯანმრთელობასაც.

 

ავტორი: