|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ შევარჩიოთ სმარტფონი

გარშემო მობილური ტელეფონების ძალიან დიდი და მრავალფეროვანი არჩევანია. სხვადასხვა მწარმოებელი ბრენდები, წლიდან წლამდე, გვთავაზობენ სმარტფონების ახალ, გაუმჯობესებულ ვარიანტებს. ტელეფონები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც დიზაინით, ისე ოპერაციული სისტემის ვერსიებით, ფიზიკური თუ ტექნიკური მახასიათებლებით, ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ, ტელეფონის ღირებულებაზე აისახება.

არსებობს პრემიუმ ბრენდები, რომელთა შორისაც, ლიდერობენ Apple, Samsung, Xiaomi და Google. ეს ბრენდები მომხმარებლების რჩეულია და ძალიან ხშირად, მიდის კამათი იმის შესახებ, თუ რომელი ბრენდი უკეთეს გამოცდილებას და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს სთავაზობს მომხმარებლებს.

 

როგორ შევარჩიოთ სმარტფონი

იმისთვის, რომ მობილური ტელეფონი სწორად შეარჩიო და ეს პროცესი გაგიმარტივდეს, მოგიმზადეთ რჩევები, რომლებიც დაგეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

ბაზარზე, ფასის მიხედვით, ყველანაირი ტელეფონია. გვხვდება როგორც ბიუჯეტური, ისე ძვირადღირებული მოდელები, ე.წ. ფლაგმანები. პირველ რიგში, გადაწყვიტე, შენ რა ბიუჯეტი გაქვს განსაზღვრული ტელეფონის შესაძენად.

ამის შემდეგ უპასუხე კითხვას - რა საჭიროებისთვის გინდა ტელეფონის ყიდვა?

  • გიყვარს თამაში? იყენებ უამრავ აპლიკაციას? მაშინ შენს მობილურს უნდა ჰქონდეს ძლიერი პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება კი 4 გიგაბაიტს უნდა აღემატებოდეს.
  • თუ ფოტოების გადაღება გიტაცებს, შენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს კამერის მეგაპიქსელები, გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია, ხარისხიანი ღამის რეჟიმი და სხვა.
  • თუ შენი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, გინდა, რომ მობილური ტელეფონი მალე არ დაგიჯდეს, შენ მიერ შერჩეულ მოდელს უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად მძლავრი ელემენტი და სწრაფად დამუხტვის ფუნქცია.
  • ტელეფონის შიდა მეხსიერების მოცულობა გიჩვენებს, თუ რა მოცულობის მედია ფაილების და აპლიკაციების დატევა შეუძლია მას. აირჩიე სმარტფონი, მინიმუმ, 64 GB შიდა მეხსიერების მოცულობით.
  • თუ გეიმერი ხარ, შეარჩიე ტელეფონი, მაქსიმალურად, დიდი ზომის ეკრანით. სხვა  მხრივ, ეკრანის ზომა შეარჩიე შენი შეხედულების მიხედვით, რომელიც უფრო მოსახერხებელი იქნება გამოყენებისას.

ოპერაციული სისტემა ორი სახის არსებობს: Android და iOS. თუ რომელია უკეთესი, ამის შესახებ განხილვა არ სრულდება. ადამიანების ნაწილი ანდროიდის ტელეფონებს ანიჭებს უპირატესობას, ნაწილისთვის კი iOS შეუცვლელია.

  • ზოგადი ინფორმაციით, ანდროიდის ოპერაციული სისტემას აქვს კარგი ინტერფეისი და უამრავი, უფასო აპლიკაციის თავსებადობას გთავაზობს.
  • iOS კი Apple-ის ოპერაციული სისტემაა, გლუვი, შეუფერხებელი შესრულებით.

თუ რომელ აპლიკაციას მიანიჭებ უპირატესობას, თავად უნდა გადაწყვიტო.

შეიძინე სმარტფონები იაფად ექსტრაზე

ექსტრა გთავაზობს მობილური ტელეფონების ყველა უახლეს მოდელებს და ბრენდების მრავალფეროვნებას: Apple, Samsung, Google, Xiaomi, Honor, Nokia, Realme, SIGMA Vertex, Motorola და სხვა.

შეარჩიე შენთვის სასურველი სმარტფონი ექსტრაზე, იყიდე იაფად და ისარგებლე დამატებითი შეთავაზებებით. მობილური ტელეფონები იაფად და ადგილზე უფასო მიწოდებით ნამდვილად შეგიქმნის ყიდვის საუკეთესო გამოცდილებას.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა