|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ შევარჩიოთ ხორცსაკეპი მანქანა

ხორცსაკეპი მანქანა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერ სამზარეულოში, განსაკუთრებით ისეთ ოჯახებში, სადაც ხორცისგან დამზადებული კერძები განსაკუთრებულად უყვართ.

 სწორად შერჩეული ხორცსაკეპი არა მხოლოდ ამარტივებს მომზადების პროცესს, არამედ უზრუნველყოფს უკეთეს შედეგებსაც.

თუ ამ მოწყობილობის ყიდვა გადაწყვიტე და არ იცი რა უნდა გავითვალისწინო მის შერჩევისას, განაგრძე ბლოგის კითხვა. ამ სტატიაში გავეცნობით ხორცსაკეპის არჩევის ძირითად კრიტერიუმებს და განვიხილავთ ორ პოპულარულ ბრენდს.

ხორცსაკეპის ყიდვამდე, განსაზღვრე შენი ბიუჯეტი, განიხილე ბრენდები, რომელსაც ენდობი და ამის შემდეგ, მიაქციე ყურადღება მთავარ ტექნიკურ მახასიათებლებს:

  1. ძრავის სიმძლავრე

ხორცსაკეპის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია მისი სიმძლავრე, რომელიც განისაზღვრება ვატებით (W). რაც უფრო მძლავრი იქნება შენ მიერ შერჩეული მოდელი, მით მეტი წარმადობა ექნება.

  1. მასალის ხარისხი

ხორცსაკეპი მანქანის დეტალები, განსაკუთრებით დანები და ცხაურები, უმჯობესია, დამზადებული იყოს უჟანგავი ფოლადისგან. ეს უზრუნველყოფს მათ ხანგრძლივ გამოყენებას და გამძლეობას.

  1. მუშაობის სიჩქარე

ბევრ მოდელს აქვს სიჩქარის რამდენიმე დონე, რაც ხელსაყრელია სხვადასხვა სახის ხორცის გადასამუშავებლად.

  1. დამატებითი აქსესუარები

ხორცსაკეპ მანქანებს, ხშირად, კომპლექტაციაში ახლავს სხვადასხვა სახის აქსესუარები: სოსისის მოსამზადებელი საცმები, ბოსტნეულის დასაჭრელი დანები და სხვ.

  1. უსაფრთხოების მექანიზმები

გადაამოწმე, აქვს თუ არა ხორცსაკეპის ძრავს გადახურებისგან დაცვის ფუნქცია. ეს  ხორცსაკეპს შეუნარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას დიდი ხნის განმავლობაში.

არსებობს მაღალბიუჯეტური და შედარებით, დაბალფასიანი ბრენდები, რომლებიც გვთავაზობს ხარისხს და გამძლეობას.  ასეთი ბრენდების სია არც თუ ისე მცირეა, თუმცა, ამ სტატიაში განვიხილავთ ორ ყველაზე პოპულარულ ბრენდს, Bosch და  Franko.

გინდა სამზარეულოში სრულად შეიგრძნო გერმანული ხარისხი? Bosch გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიებით, მაღალი სიმძლავრითა და გამძლეობით.

Bosch-ის ხორცსაკეპები შექმნილია მათთვის, ვისაც სურს მარტივად გადაამუშაოს როგორც რბილი, ასევე, რთულად გასატარებელი ხორცი.

თანამედროვე დიზაინი, მრავალფუნქციური აქსესუარები და უსაფრთხოების მექანიზმები - ეს Bosch-ის გამორჩეული მახასიათებლებია.

რაც შეეხება Franko-ს ხორცსაკეპ მანქანებს, ისინი პოპულარული გახდა ხარისხით, დაბალი ფასითა და მაღალი გამძლეობით.

Franko-ს მოდელები მარტივია გამოსაყენებლად. დაბალი ფასის მიუხედავად, Franko-ს ხორცსაკეპები მტკიცე მასალებისგან მზადდება, რაც სიმტკიცეს და გამძლეობას ანიჭებს მოწყობილობას.

საბოლოოდ, ხორცსაკეპი მანქანის არჩევა დამოკიდებულია შენს საჭიროებებსა და ბიუჯეტზე. ამიტომ, შეარჩიე ისეთი მოდელი, რომელიც სამზარეულოში მზადების პროცესებს მაქსიმალურად გაგიმარტივებს.

ექსტრაზე ხორცსაკეპი განვადებით შეგიძლია შეიძინო. ეწვიე კომპანიის ვებგვერდს და ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით და ფასდაკლებებით.

 

ავტორი: