როგორ შევხვდეთ ძველით ახალ წელს
თუ თქვენ არ დაღლილხართ საახალწლო დღესასწაულებისგან, ან გაქვთ ძველით ახალი წლის აღნიშვნის მრავალწლიანი ტრადიცია, მაშინ წაიკითხეთ ჩვენი რჩევები, რომ უფრო ხალისიანად და შინაარსიანად გაატაროთ ძველით ახალი წელი.
სტუმრები, ჩაცმულობა, კერძები
2017 წლის ძველით ახალ წელს უმჯობესია, სტუმრად ისინი მიიწვიოთ, ვისთანაც წინა წელს მჭიდრო ურთიერთობა გაკავშირებდათ. პრივილეგია მიანიჭეთ – ახლო მეგობრებს და ნათესავებს, ასევე იმ კოლეგებს, რომლებიც მხარს გიჭერდნენ და გეხმარებოდნენ კარიერულ წინსვლაში. ეს ადამიანები დამდეგ წელს თქვენთვის "მფარველი ანგელოზები" იქნებიან.
იმის გამო, რომ გველი – ცნობილი მოდის მიმდევარია, მოაწყვეთ კოსტიუმირებული საღამო.
შესთავაზეთ თქვენს სტუმრებს, ჩაიცვან იმიტირებული გველის ტყავის სამოსი და გაიკეთონ შესაბამისი მაკიაჟი. მოამზადეთ პატარ-პატარა სუვენირები და ერთი მოზრდილი საჩუქარი. წლის მფარველის საუკეთესო განმასახიერებელს მთავარი პრიზი ერგება, დანარჩენ სტუმრებს კი – სუვენირები.
სადღესასწაულო სუფრა უმჯობესია, მსუბუქი იყოს, მაგრამ ამავე დროს, მრავალფეროვანი. მოამზადეთ კანაპე, სხვადასხვა სალათის კალათები ბოსტნეულის პასტებით ან სოუსებით. ხორციანი კერძებიდან უპირატესობა იმათ მიანიჭეთ, რომლებსაც გაცხელება არ სჭირდება. ხილი და ტკბილეული მაგიდაზე უხვად უნდა იყოს. უარი თქვით ალკოჰოლზე, მიირთვით მინერალური წყალი და ხილის წვენები. ზუსტად 12-ზე კი გახსენით შამპანური.
გარდა ამისა, შეეცადეთ, რომ სუფრა თავიდანვე გაშლილი გქონდეთ, რომ შემდეგ არ მოგიწიოთ წინ და უკან სიარული. ძველით ახალი წლისთვის საუკეთესო ვარიანტია ფურშეტი და არა სერიოზული და ტრადიციული სუფრა. მეტი დრო გართობისთვის დაიტოვეთ.
ავტორი: ნიუპრესი