როგორ უნდა მიიღო აგრო სესხი
აგრო სფეროსადმი ინტერესი საქართველოში თანდათან უფრო ღრმავდება. ქალაქად მცხოვრები უამრავი ადამიანისთვის რეგიონში, სუფთა ჰაერზე ცხოვრება გაცილებით მიმზიდველია, ამიტომ ბევრი მათგანი გადადის სოფლად და ცდილობს სოფლის მეურნეობას მიჰყოს ხელი.
ამ ინიციატივას ხელი შეუწყო ტექნოლოგიურმა პროგრესმაც. დღეს სასოფლო-სამეურნეო სფეროს ბევრი მიმართულება ავტომატიზებულია, რაც მეტ მოტივაციას ქმნის აგრო ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის.
თუ აგრო მეურნეობის დაწყებას ან უკვე არსებული აგრო ბიზნესის გაფართოებას გეგმავ, ფულადი ინვესტიცია დაგჭირდება. ფინანსები საჭიროა როგორც ძვირადღირებული ტექნიკის შეძენისთვის, ისე სხვა ნებისმიერი საოპერაციო ხარჯისთვის, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებას სჭირდება.
აგრო სესხი შენი საჭიროებებისთვის
საქართველოში აგრო სესხებს გასცემენ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
აგრო სესხი რომ დაიმტკიცო, აუცილებელია იყო სრულწლოვანი და წარადგინო სრულყოფილი ბიზნეს გეგმა. ბიზნეს გეგმა მაქსიმალური სიზუსტით უნდა ასახავდეს ყველა დეტალს, ფინანსურ კალკულაციებს და ა.შ. იმ შემთხვევაშიც თუ უკვე ჩართული ხარ აგრო მეურნეობაში და ბიზნესის გაფართოებას აპირებ.
MBC აგრო სფეროს განვითარებისთვის
MBC.com.ge აქტიურად ცდილობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას და სამეწარმეო საქმიანობის წახალისებას.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არა მხოლოდ აგრო სესხებს გასცემს, არამედ მნიშვნელოვან ფინანსურ რჩევებს და ბიზნეს კონსულტაციებსაც გთავაზობს.
- არ აქვს მნიშვნელობა იურიდიული პირი ხარ, ინდივიდუალური მეწარმე თუ უბრალოდ თვითდასაქმებული - MBC საშუალებას გაძლევს აგრო ბიზნესი დაიწყო ან განავითარო;
- დაფინანსების შესაძლებლობის განხილვა ხდება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში;
- მნიშვნელოვანია ისიც, რომ აგრო სესხის მიღებისას ისარგებლებ საშეღავათო პერიოდით. ორგანიზაციის პირობები მაქსიმალურად მორგებულია შენზე და შემოსავლებსა და სეზონურობაზე მორგებული გადახდის გრაფიკიც მოქმედებს.
- სესხის მაქსიმალური ვადა 120 თვეა.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: არ აქვს მნიშვნელობა თვითდასაქმებული ფერმერი ხარ, თუ უკვე გაქვს აგრო მეურნეობა. აგრო სესხს MBC ნებისმიერ შემთხვევაში გასცემს.
აგრო სესხის მიღება გამარტივებული პროცედურაა, თუმცა აუცილებელია მხედველობაში იქონიო პოტენციური რისკების არსებობა. საჭიროა საწყის ეტაპზევე სწორად შეაფასო ყველანაირი რისკი, რაც აგრო მეურნეობის ამა თუ იმ კონკრეტულ მიმართულებას ახლავს.
წარმატებული აგრო ბიზნესისთვის, გამოიყენე შანსი და მიიღე MBC-ის რეკომენდაციები.
გახსოვდეს, ემბისიში ყოველთვის საუკეთესო პირობებია.
ავტორი: ნიუპრესი