|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ ვიზრუნოთ ჰაერის სისუფთავეზე ჩვენს სახლში

ზოგი შეცდომით ფიქრობს, რომ საწარმოებისა და მანქანების მავნე გამონაბლოქვი კარს მიღმა რჩება, როცა სახლში შევდივართ. სინამდვილეში, ოთახში ჰაერის დაბინძურების დონე რამდენჯერმე მეტია, ვიდრე გარეთ!

საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ სწრაფად ვეჩვევით დაბინძურებულ ჰაერს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ვწყვეტთ უსიამოვნო სუნის შემჩნევას. მაშ, როგორ შეგვიძლია გავხადოთ ჩვენი სახლი ეკოლოგიურად სუფთა, დავიცვათ საკუთარი თავი და შვილები ვირუსებისგან, ბაქტერიებისა და გამონაბოლქვისგან? ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე გზას ოთახში ჰაერის გასაწმენდად. 

განიავება

აუცილებელია ოთახების განიავება დღეში ორჯერ მაინც — ფანჯრების ფართოდ გაღება. ადამიანები ხშირად უგულებელყოფენ ამ წესს ორპირისა და გაციების შიშის გამო. ეს კი იწვევს ჰაერში მავნე ნივთიერებების დაგროვებას, რის შედეგადაც მათი კონცენტრაცია რამდენჯერმე აჭარბებს მაქსიმალურ დასაშვებ სტანდარტს.

განიავების ნაკლოვანებები: ქუჩიდან დაბინძურებული ჰაერი ბინაში შემოდის ღია ფანჯრებიდან, ხმაური, ოთახი ძალიან ცხელდება ან ცივდება.

სველი წმენდა და მტვერსასრუტი

ბინაში მტვრისგან თავის დაღწევა სველი წმენდის საშუალებით შეგიძლიათ, რომელიც კვირაში ერთხელ ან ორჯერ უნდა ჩატარდეს. მიზანშეწონილია შეზღუდოთ ქიმიური სარეცხი საშუალებების გამოყენება, რადგან ისინი ჰაერის დამატებით დაბინძურებას იწვევენ. სველი დასუფთავებისთვის სასურველია გამოიყენოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები.

მტვერსასრუტების ძველი მოდელები გაწმენდისას აჩენს დიდი რაოდენობის მტვერს, რომელიც შემდეგ, მცირე ზომის გამო, მრავალი საათის განმავლობაში ჩერდება ჰაერში და ადვილად ხვდება ფილტვებში. სახლის დასუფთავებისთვის მიზანშეწონილია გამოიყენოთ მტვერსასრუტები მრავალსაფეხურიანი ფილტრაციის სისტემით. ასეთი მოდელები უფრო ძვირია, თუმცა რეალურად ასუფთავებენ ჰაერს და არა პირიქით.

ჰაერის გამწმენდი

ჰაერის თანამედროვე გამწმენდებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ არა მხოლოდ დიდ დამაბინძურებლებს: მტვერს, ალერგენებსა და ცხოველის ბეწვს, არამედ მავნე ბაქტერიებს, ვირუსებს, თამბაქოს კვამლსა და უსიამოვნო სუნს. ჰაერის გამწმენდი მობილურია და შეუძლია გაუმკლავდეს დიდი ფართის ბინას.

მრავალსაფეხურიანი ფილტრაციის სისტემა მუდმივად ასუფთავებს ჰაერს სხვადასხვა დაბინძირებისგან. თუმცა, ჰაერის გამწმენდის ფილტრები საჭიროებს დროულ შეცვლას. თუ ამ წესს უგულებელყოფთ, ეს გამოიწვევს შიდა ჰაერის დამატებით დაბინძურებას.

კონდიციონერი

კონდიციონერი წარმატებით გაუმკლავდება არა მხოლოდ სახლის გაგრილებასა და გათბობას, არამედ ჰაერის გაწმენდის ფუნქციასაც. ჩართეთ კონდიციონერი ოთახის განიავების შემდეგ. თანამედროვე სპლიტ სისტემები აღჭურვილია ფილტრებით, რომლებიც საშუალებას გაძლევთ განთავისუფლდეთ ალერგენებისგან, მტვრისგან, ბაქტერიებისა და ვირუსებისგან, ჰაერში შემავალი კვამლისა და სუნისგან. ჰაერის გამწმენდი ფუნქციის მქონე კონდიციონერების ფართო არჩევანს გათბობა-გაგრილების და სავენტილაციო სისტემების კომპანია ცელსიუსი გთავაზობთ.

ოთახის მცენარეები

ოთახის მცენარეები ხელს შეუწყობენ ჰაერის ჟანგბადით გამდიდრებას, ასევე ნახშირორჟანგისა და მავნე ნივთიერებების შემცირებას. თუ მცენარეებზე ალერგია არ გაქვთ, თქვენს ბინაში ჰაერის გაწმენდის ეს მეთოდი არ უნდა უგულებელყოთ. ყველაზე გავრცელებული მცენარეები, როგორიცაა ფიკუსი, ასპარაგუსი, ალოე, გერანიუმი, დაგეხმარებათ ჰაერის გაწმენდასა და განახლებაში.

ავტორი: ნიუპრესი