როგორ ხვდება ქუთაისი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას? PHOTO
ქუთაისი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ქალაქში გამოფენილი ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით ხვდება.
შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება გუშინ. 14 დეკემბერს მიიღო.
ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
საქართველოსთვის კანდიდატრის სტატუსის მინიჭებას წინ ხანგრძლივი პროცესი უძღვოდა, გასულ წელს ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო, თუმცა ევროპელმა ლიდერებმა ქვეყანას „ევროპული პერსპექტივა“ მიანიჭეს.
ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრად გახდომისათვის ქვეყანამ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განახორციელოს.
ავტორი: ნიუპრესი