|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორი ვალუტის კურსია MBC-ში

გსმენია MBC-ის შესახებ? ეს არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად ცდილობს  თავის მომხმარებელს ნებისმიერ სერვისზე საუკეთესო პირობები შესთავაზოს. მათ შორის, ერთ-ერთი არის ვალუტის კურსი, რომლის მაჩვენებელიც მუდმივად ცვალებადია. ის მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც ვალუტის ყიდვა-გაყიდვით არის დაინტერესებული.

MBC-ში უკეთესი ვალუტის კურსია

სანამ ვალუტას სადმე სხვაგან გადაცვლი, ეწვიე ემბისის ვებგვერდს mbc.com.ge, აირჩიე სერვისი - ვალუტის გადაცვლა და შეამოწმე რას გთავაზობს კომპანია მოცემული მომენტისთვის.

ვებგვერდზე დაგხვდება MBC-ის ვალუტის კურსების ჩამონათვალი, სადაც გაეცნობი აშშ დოლარის, ევროს, რუბლის, თურქული ლირის და ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ყიდვა-გაყიდვის მიმდინარე კურსებს.

გარდა ამისა, ნახავ MBC-ის კურსსა და საქართველოს ეროვნული ბანკის კურსებს შორის არსებულ სხვაობას, თითოეული ვალუტის შემთხვევაში. MBC-ის ვებგვერდზე ჩაშენებული კალკულატორი თანხების მარტივად გადაანგარიშებაში დაგეხმარება.

რა მეთოდებით შეგიძლია ვალუტის გადაცვლა MBC-ში

ვალუტის გადაცვლისთვის, ემბისიში ორი გზა არსებობს:

  1. ვალუტის გადაცვლა ონლაინ, MBC-ის ვებგვერდზე:

ვალუტის ონლაინ რეჟიმში გადასაცვლელად გჭირდება მარტივი რეგისტრაცია MBC-ის ონლაინ კაბინეტში. ემბისის ანგარიშზე თანხის გადმორიცხვის შემდეგ, შეძენილი ვალუტა, უმოკლეს დროში, განაცხადში მითითებულ ანგარიშის ნომერზე დაგიბრუნდება.

  1. ვალუტის გადაცვლა კომპანიის სერვის ცენტრებში:

ემბისის სერვისცენტრში კომფორტული და სწრაფი მომსახურება გელოდება. მნიშვნელოვანია, რომ ემბისი წარმოდგენილია თითქმის ყველა დიდ ქალაქში და შეგიძლია ეწვიო უახლოეს ფილიალს.

რა შემთხვევაში შეგიძლია ონლაინ კაბინეტის რეგისტრაცია და შემდგომი მომსახურებით სარგებლობა?

  • თუ საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი ან საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირი ხარ, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემულ ბინადრობის მოწმობას.
  • თუ ხარ იურიდიული პირი, რომლის წარმომადგენელი გახლავს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ან საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა.

რა უნდა გახსოვდეს და ყოველთვის გაითვალისწინო

აუცილებელია, გახსოვდეს, რომ ვალუტის კურსი მუდმივად იცვლება. ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხან ვალუტის მიწოდება ჭარბობს, ხან - მოთხოვნა. სწორედ ეს არის ვალუტის კურსის ცვლილების მიზეზი.

ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის გაზრდისას ვალუტა მყარდება, ხოლო მოთხოვნის კლების შემთხვევაში - უფასურდება.

ვალუტის კურსის ცვლილებას სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც განსაზღვრავს: პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკის სიჯანსაღე, იმპორტსა და ექსპორტს შორის ბალანსი, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები თუ სხვა.

გახსოვდეს, სანამ ვალუტას გადაცვლი, ყოველთვის გადაამოწმე რას გთავაზობს ემბისი, რადგან აქ მარტივი პროცედურა და ყოველთვის მომგებიანი კურსი გელოდება.

ემბისიში ონლაინ კონვერტაციის განხორციელება შესაძლებელია  შემდეგ ვალუტებში: GEL, USD, EUR, RUB.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა