„სახალხო დამცველი არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც არ არის მოქცეული არაფორმალური მმართველობის ქვეშ"
„სახალხო დამცველი არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც არ არის მოქცეული არაფორმალური მმართველობის ქვეშ, ამ წლების გამავლობაში დიდი სიამოვნებით ვუსმენდით მათ მოხსენებებს და არც ამ შემთხვევაში გაუცრუებიათ იმედი. ჩვენ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ერთადერთ კანდიდატს დავუჭირეთ მხარი და არ შევმცდარვართ,“- განაცხადა რომან გოცირიძემ, პლენარულ სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმინეს.
მან ყურადღება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ამ თემაზე საუბრობს
„ორიოდე სიუჟეტი წლის განმავლობაში, ორიოდე არასამთავრობო ორგანიზაციის ძალისხმევა, „ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის“ 10 ოქტომბრის აღნიშვნა და მორჩა, ამ ადამიანებს არ შეუძლიათ თვითორგანიზება, მრავალი პრობლემის გამო, მათ შორის სოციალური პრობლემების, ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და მცირე სოციალური დახმარება აქვთ, ასეთივე მდგომარეობაში არიან მათი ოჯახები. ოჯახი სადაც ცხოვრობს ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი, სიღატაკისთვისაა განწირული, რადგან ოჯახის ერთ წევრს უწევს მიატოვოს სამსახური, რომ მეორეს მოუაროს. სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას ყოველწლიურად სახალხო დამცველი და მისი მოხსენების შემდეგ ხდება გარკვეული საზოგადოების გამოფხიზლება, ინტერესდება მედია საშუალებები, სამწუხაროდ ეს არ არის საკმარისი, ამაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პირდაპირ არის დამნაშავე“.
რომან გოცირიძეს განცხადებით ფსიქიკური პრობლემებს მქონე ადამიანებს ბიუჯეტიდან მხოლოდ ნარჩენები ხვდებათ და ეს ხელისუფლებამ იცის, მაგრამ არ არიან აქტიურები, რომ ეს შეცვალონ.
ავტორი: ნიუპრესი