რომელ ბრენდის ტელეფონებს ანიჭებენ საქართველოში უპირატესობას?
საქართველოში მომხმარებლების 35.5% „Samsung”-ის, 22% კი „Apple”-ის ტელეფონებს იყენებს, - ამის შესახებ საუბარია კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
მათი ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში, მობილური მოწყობილობების ყველაზე მაღალი წილი კვლავ Samsung-ზე მოდის და 35.5%-ს შეადგენს, რაც, წინა წელთან შედარებით, 1.8%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება Apple-ს, 2023 წელთან შედარებით მისი წილი 2.2%-ით გაიზარდა და 22% შეადგინა. Xiaomi-ს შემთხვევაში, პროცენტული წილი 0.9%-ით შემცირდა და 13.8%-ს გაუტოლდა. 4.4%-ით შემცირდა Microsoft/Nokia-ს წილი, რომელმაც 2024 წლისთვის 2.2% შეადგინა. რაც შეეხება Huawei-ს, მისი წილი 0.8%-ით შემცირდა და 3.3% შეადგინა. უცვლელი დარჩა Lenovo-ს წილი, რომელიც 2023 წლის მსგავსად, 2024-შიც 0.5% იყო. LG-ის წილი 0.1%-ით შემცირდა და 0.2%-ს გაუტოლდა. 0.1%-ით შემცირდა Sony/Ericsson-ისა და ZTE-ს წილები და ორივე მათგანმა 0.1% შეადგინა. არ შეცვლილა TCT-ს წილი და 2024 წელსაც, 0.1%-ს უტოლდებოდა. HTC-ის წილი კი 2024 წელს 0.03%-ს უდრიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 0.07%-ით ნაკლებია. ხოლო რაც შეეხება სხვა მობილურ მოწყობილობებს, მათი წილი 6.1%-ით გაიზარდა და 22.2% შეადგინა.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60.87%
არა - 39.13%
არ ვიცი - 0%
სულ - 23 ხმა