|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას ქუთაისში პატივი მიაგეს

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ქუთაისში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

,,რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ჩვენთვის ციფრებს მნიშვნელობა არა აქვს. ყოველთვის გვემახსოვრება ის დანაშაულებები, რომელიც 2008 წელს ჩვენი ქვეყნის მიმართ იქნა ჩადენილი. დღესაც ოკუპაცია გრძელდება და უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთმა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და შეწყვიტოს ბორდერიზაცია“ -განაცხადა  ზვიად შალამბერიძემ.

მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრები და  საზოგადოების წარმომადგენლები.

 სასულიერო პირებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

 

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.

 

ავტორი: ნიუპრესი