|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთი 1945 წლის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდ ომს გეგმავს -ბორის ჯონსონი

მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდ ომს გეგმავს - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ისაუბრა. 

BBC-ის ცნობით, ჯონსონმა თქვა, რომ „ყველა ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია“. ამასთანვე ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთის გეგმავს შეუტიოს უკრაინის დედაქალაქ კიევს

ბორის ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო ფართო და მკაცრ სანქციებს დააწესებს, ვიდრე აქამდე ყოფილა. 

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი და აშშ შეუჩერებენ რუსულ კომპანიებს "ფუნტითა და დოლარებით ვაჭრობას" - ეს ნაბიჯი, მისი თქმით, "ძალიან ძლიერ დარტყმას მოახდენს" რუსეთზე. 

აშშ-ს მთავრობის უახლესი ინფორმაციით ვარაუდობენ, რომ 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცი ახლა განლაგებულია უკრაინის საზღვრის გასწვრივ როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელარუსში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა