|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაა შესაძლებელი — ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.

მან პარტნიორებს პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციების გამოყენებით რუსეთზე ზეწოლა და უკრაინისათვის იარაღით დახმარება არ შეწყვიტონ.

„როდესაც ჩვენ მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს ამა თუ იმ თხოვნით, ამა თუ იმ რჩევითა თუ მოთხოვნით, ეს ეფუძნება უკრაინის გამოცდილებას - რაც უკვე განვიცადეთ. რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაა შესაძლებელი. ეს დაიწყო გაზის ომით და დასრულდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით, სარაკეტო ტერორით და გადამწვარი ქალაქებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იმისთვის, რომ მსგავსი სხვა ქვეყნებშიც არ განმეორდეს, მალე უნდა მოხდეს რუსეთზე გამარჯვების მოპოვება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა