|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთის მოქალაქის მიმართ ვინმეს თუ აქვს ზიზღი, ეს არის ქსენოფობია და სირცხვილი - ირაკლი კობახიძე

რუსეთის მოქალაქის მიმართ ვინმეს თუ აქვს ზიზღი, ეს არის ქსენოფობია და ეს არის სირცხვილი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ის საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნას, რომ გაკონტროლდეს რუსეთიდან შემოსული ადამიანების  მასობრივი ნაკადი და დაუწესდეთ მათ დროებითი სავიზო რეჟიმი, თავდასხმით პასუხობს და ყველას ომისა და ღალატის პარტიად მოიხსენიებს და ომის დაწყების მცდელობაში ადანაშაულებს. 

ირაკლი კობახიძე ქართული საზოგადოების წარმომადგენლების ლეგიტიმურ მოთხოვნას გაკონტროლდეს ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსული ნაკადი,  ქსენოფობიად აცხადებს.

"როგორც მოგეხსენებათ, ომისა და ღალატის პარტიას, რომელსაც განასახიერებენ ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პარტიები, მისივე კუთვნილი მედიასაშუალებები, მასთან დაკავშირებული ცალკეული კომერციული სუბიექტები და რამდენიმე ყველაზე მდიდარი „ენჯეო“, მარტის დასაწყისში გაშლილი ჰქონდა სრულიად სამარცხვინო ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ", - აცხადებს კობახიძე. 

კობახიძე ოკუპანტი  მოქალაქეებისადმი ლოიალობას ჰუმანურობით ხსნის. 

"რუსეთის მოქალაქის მიმართ ვინმეს თუ აქვს ზიზღი, ეს არის ქსენოფობია და ეს არის სირცხვილი. თქვენ არ მეთანხმებით ამაში?! თუ ადამიანი არის უბრალოდ რუსი ან რუსეთის მოქალაქე, და ამის გამო აქვთ ზიზღი ადამიანის მიმართ... თქვენ გაქვთ ზიზღი ასეთი ადამიანის მიმართ? რუსის მიმართ ზიზღი გაქვთ? რიგითი რუსის მიმართ თქვენ ზიზღი გაქვთ? თუ თქვენ გაქვთ ზიზღი რიგითი რუსის მიმართ, მაშინ თქვენ არაფერი გსმენიათ არც ადამიანების უფლებებზე, არც საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებზე, არაფერზე, გარდა ამისა კულტურაზე", - განაცხადა კობახიძემ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა