|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსი ოკუპანტები უკრაინაში ტყეების მასობრივად გაჩეხვას აპირებენ

,,ვაპირებთ, დავიწყოთ უკრაინის ტყეების მასობრივი გაჩეხვა" - უკრაინის დაზვერვის სამსახურს ხელში ჩაუვარდა წერილი, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა.

წერილში შოიგუ რუსეთის პრეზიდენტისგან ნებართვას ელოდება, რომ დაიწყოს უკრაინაში ნებისმიერი ასაკის და ფორმის ხეების, ბუჩქნარის და საერთოდ მწვანე საფარის ტოტალური გაჩეხვა.

სერგეი შოიგუ განმარტავს, რომ ხის მასალის დიდი ნაწილი რუსეთის არმიის საჭიროებისთვის იქნება გამოყენებული, ხოლო დარჩენილი გაიყიდება.

თავდაცვის მინისტრი მოუწოდებს პუტინს, რაც შეიძლება, მოკლე დროში დართოს ნება, დაიწყოს უკრაინის ტყეების გაჩეხვა, რადგან ეს სტრატეგიული დანიშნულების ამოცანაა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა