|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Russians go home!- ქუთაისში რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს [PHOTO]

 Russians go home! окупанты домои! - ამგვარი წარწერებით გააპროტესტა დღეს რუსული ოკუპაცია არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში. ორგანიზაციის წევრებმა ფლაერები ქალაქის ტურისტულ ადგილებში, ტურისტულ რუკებსა და ქალაქის მერიასთან გააკრეს. 

ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ტურისტულ რუკებზე რუსულ ენაზე არ უნდა იყო წარწერები. "ჩვენ გგვგონია, რომ რუს ტურისტებს აქ ასეთი კომფორტის ზონა არ უნდა შევუქმნათ და მათ უნდა შევახსენოთ, რომ საქართველო მათი ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული", -განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.

მისი თქმით, ამის შეხსენება ჩვენს ხელისუფლებასაც ჭირდება, რადგან წინა ჯერზე მერია მათ სტიკერების გაკვრის გამო ჯარიმების დაკისრებით დაემუქრა, თუმცა შემდეგ გაფრთხილებით შემოიფარგლა. 

"თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ტურისტულ ცენტრთან გადავინაცვლებთ, სადაც იკრიბებიან რუსი ტურისტები და შემდეგ ამ ფლაერებს გავაკრავთ მერიასთან. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ 25 თებერვალს ჩვენს მიერ რუსული ოკუპაციის გაპროტესტების მიზნით სტიკერების გაკვრამ რატომღაც მერია გააღიზიანა, ახლა გვინდა ჩვენ ისევ შევამოწმოთ მათი რეაქცია"-განაცხადა თორნიკე ბარათშვილმა.

ქალაქის მერიასთან დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ორგანიზაციის წევრებს სტიკერების გაკვრის შეწყვეტისაკენ მოუწოდეს და მოსალოდნელი სანქციების შესახებ გაფრთილება მისცეს.  მერიის განცხადებით, ადმინისტრაციულ შენობაზე წარწერების გაკეთება  კანონით ისჯება.

 

 

 ქუთაისის მერია ანტისაოკუპაციო წარწერების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს

ავტორი: ირინა მაკარიძე