რუსული დროშა, ვერტმფრენი და ანკესი - მძარცველმა ახალი მოთხოვნები დააყენა
„საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ დოლარის გარდა რუსულ დროშას, ვერტმფრენს და ანკესს ითხოვს.
მძარცველი იმუქრება, რომ სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს დამაგრებული.
ის ბანკში მყოფ მძევლებს „ფეისბუქ ლაივის“ ჩართვას თხოვს, რომ მისი მოთხოვნები ბევრმა ადამიანმა გაიგოს.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მძარცველი სამხედრო ფორმაში არის ჩაცმული.
ის ბანკში დილით შეიჭრა. ოფიციალური ინფორმაციით, მას 12 პირი ჰყავს მძევლად აყვანილი.
ბანკთან მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა