ღვინის სმა სიცოცხლეს ახანგრძლივებს
ის, რომ ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებული დოზით მიღება ჯანმრთელობისათვის მავნებელია, ბევრმა იცის. თუმცა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში, რომელიც ალკოჰოლიზმს ეხება, დაიბეჭდა სამეცნიერო კვლევის შედეგი, რომელმაც დედამიწის არამსმელი მოსახლეობა შოკში ჩააგდო.
კვლევის თანახმად, თურმე ლოთების სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად მეტია არამსმელების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. მეცნიერები 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 1824 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს. მათი ასაკი 55-დან 65 წელს შეადგენდა. კვლევის განმავლობაში გარდაიცვალა არამსმელთა 67%, ლოთების 60% და ზომიერად მსმელთა 41%.
დაბალი სიკვდილიანობა აღინიშნება ზომიერად მსმელთა შორის. ის, ვინც დღეში ერთ-ორ ჭიქა ღვინოს მიირთმევს, იუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას იმცირებს გულის დაავადების რისკს.
წყარო: for.ge
ავტორი: ანა ჯიქია