|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,რწმენით და სიხარულით მოსული ადამიანი გავაძევო, მე ამით ვძალადობ ფსიქოლოგიურად მის შინაგან განწყობაზე"

ქუთათის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ლოცვა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღავლინა. მეუფემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ტაძარში ხალხმრავლობა იყო, რის გამოც სოციალური დისტანცია დაირღვა. მეუფის განმარტებით, მას არ შეუძლია რწმენით მოსულ ადამიანს შორს დგომისკენ მოუწოდოს, რადგან ამით მათზე ფსიქოლოგიურად იძალადებს.

,,რწმენით და სიხარულით მოსული ადამიანი გავაძევო, დავუხურო კარი არ შემოვუშვა,  ან ვუთხრა,  გადი, შორს დადექი, ახლოს არ მოხვიდე, მე ამით ვძალადობ ფსიქოლოგიურად მის შინაგან განწყობაზე. მას ეკარგება ამით რწმენა ჩემს გამო, მე ვარ დამნაშავე. იტყვის, არ მინდა ეგეთი ეკლესია, ჩემზე ძალადობენ. მე მოვედი გულით და თქვენ მაგდებთ წესების გამო. პირბადე კი ბატონო, ვინ არის წინააღმდეგი" - აღნიშნა მეუფემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა